info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

25-ე საზღვაო ინგლისური ენის საერთაშორისო კონფერენცია

11 ოქტომბერი 2013 წელი

 

2013 წლის 23-26 სექტემბერს თურქეთში, ქალაქ სტამბულის პირი რეის სახელობის საზღვაო უნივერსიტეტში ჩატარდა 25-ე საზღვაო ინგლისური ენის საერთაშორისო კონფერენცია - IMEC-25 International Maritime English Conference. კონფერენციაში მონაწილება მიიღო მსოფლიოს 20 ქვეყნის  70 -დე წარმომადგენელმა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდა უცხო ენათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი ანა თენიეშვილი. მას კონფერენციაზე წარდგენილი ჰქონდა ნაშრომი  «ზოგადი ინგლისური ენის მნიშვნელობა საზღვაო ინგლისურის დაუფლებისათვის/საზღვაო ინგლისური ენა, როგორც სპეციალური დარგების ინგლისურის ნაწილი».

კონფერენციაზე განიხილებოდა საზღვაო ინგლისური ენის სწავლების ისეთი მეთოდები, როგორიცაა, ინგლისურ ენაზე ლექციების წაკითხვა სასწავლო ტრენაჟორთა ცენტრში, ინგლისური ენის  და სპეციალური საგნების (ნავიგაციის და სანაოსნო საქმის) კომბინირება, ვიზუალური და აუდიომასალების გამოყენება, ასევე,  მულტიმედიიის საშუალებების გამოყენება, გემზე შესაძლებელი ცოცხალი სიტუაციების იმიტაცია ინგლისურ ენაზე. თანამედროვე სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება ინტერნეტსაშუალებები, მობილური ტელეფონების პროგრამები, მულტიმედია;  YouTube, www.udemy.com, საიტი, რომელიც ლექტორებს და სტუდენტებს ონლაინ ფორუმის საშუალებას აძლევს და ასევე ონლაინ ვიდეოლექციები, მასმედიის მასალები, რომლებიც  განსაკუთრებით ეფექტურია მოსმენის და ლაპარაკის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.

განსაკუთრებით საყურადღებო და საინტერესო გახლდათ საზღვაო ინგლისურის  განსხვავებული დონეების და სპეციფიკის სახელმძღვანელოების შექმნის იდეა, რაც უნიფიცირებულს გახდის დარგის მიღწევებს და გააუმჯობესებს სწავლისა და სწავლების ხარისხს.

 


« უკან