info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

8 ოქტომბერი 2013 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში აკადემია) აცხადებს ღია კონკურსს 2013-2014 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე (რუსთაველის ქ. №53. ტელ:27 48 51), შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

 

ა.ა) ნავიგაციის მიმართულება:

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

ა.ბ) ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინათა ციკლი:

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

ა.გ) გემთმექანიკური მიმართულება:

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

სულ საზღვაო-საინჟინირო  ფაკულტეტზე  - 6  ერთეული:

 

 

 

I.    განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარდების ვადები

1. განცხადებების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ, კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 2013 წლის 8 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით ყოველდღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე აკადემიის კანცელარიაში.

2. საკონკურსო განაცხადებების განხილვა იწარმოებს 19 ნოემბრიდან  28 ნოემბრის ჩათვლით.

3. კენჭისყრა ჩატარდება 29 ნოემბერს.

4. საკონკურსო კომისიების მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2013 წლის 2 დეკემბრისა, აკადემიის საინფორმაციო დაფასა და აკადემიის ვებ-გვერდზე: www.bsma.edu.ge.

5. „აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების  წესი“ იხილეთ დანართი 1.

კონკურსანტის ანკეტა იხილეთ დანართი 2.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საპროცედურო კომისიას აკადემიის კანცელარიაში.

ოფიციალური ვებ-გვერდი: www.bsma.edu.ge

ელექტრონული ფოსტა: elections@bsma.edu.ge

 

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის ძირითადი პირობები:

  1. აკადემიის სრული პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით და არჩევის პირობებია:

ა) აკადემიის სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე  პირი, რომელსაც აქვს    სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) დისციპლინის სწავლების კონცეფციის წარმოდგენა საბაკალავრო და სამაგისტრო დონეებზე;

გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისობაში;

დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ;

ე) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება ავტორიზირებულ/აკრედიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკონკურსო საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი პროფილით.   6 წლიდან არანაკლებ 3  წელი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

ვ) სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებში ან/და ტრეინინგებში  მონაწილეობა საკონკურსო სასწავლო - საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისად;

ზ) სამეცნიერო ჟურნალებში და კრებულებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (ბოლო 5 წლის განმავლობაში საკონკურსო მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე);

თ) გამოქვეყნებული სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კურსი, მეთოდური მითითება,  რიდერი), რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მოქმედ შიდა დოკუმენტაციას;

ი) საგანმანათლებლო მიმართულების პროფილით სილაბუსების შემუშავება და  შესაბამისი სილაბუსების პროექტების წარდეგენა საკონსკურსო კომისიისათვის.

  1.  აკადემიის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით და არჩევის პირობებია:

ა) აკადემიის ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლეს 3 წლის გამოცდილება;

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური   ხარისხი არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი პროფილით;

გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ;

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი პროფილით;

ე) სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებში და/ან ტრეინინგებში მონაწილეობა საკონკურსო სასწავლო - საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისად;

ვ) სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (ბოლო 5 წლის განმავლობაში) საკონკურსო მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე;

თ) საგანმანათლებლო მიმართულების პროფილით სილაბუსების შემუშავება და  შესაბამისი სილაბუსების პროექტების წარდგენა საკონკურსო კომისიისათვის;

1.3.   კადემიის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით და არჩევის  პირობებია:

ა) აკადემიის ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ;

დ) სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელობა (თუ პრაქტიკას ითვალისწინებს საკონკურსო მიმართულება);

 

1.4. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში პირადად უნდა წარადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  შესაბამისი  აკადემიური  დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);

ე) იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა.

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი, 3X4;

თ) პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად  სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი);

ი) წარმოადგინოს საკონკურსო მიმართულების განვითარების სამეცნიერო-კვლევითი  კონცეფცია და საგრანტო პროექტი / დისციპლინის სწავლების კონცეფციის წარმოდგენა საბაკალავრო და სამაგისტრო დონეებზე.

          

III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა

 

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების უფლება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

2. აკადემიის სენატი უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს, აგრეთვე  კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს.

3. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სრული საშტატო ერთეული), მოცემულ კონკურსში სრულ საშტატო ერთეულზე გამარჯვების შემთხვევაში ვალდებული იქნება არსებული სამსახურიდან გათავისუფლდეს ან გადავიდეს ნახევარ საშტატო ერთეულზე 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე.

4. პირი, რომელიც მუშაობს სხვა დაწესებულებაში, მოცემულ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ვალდებული იქნება არსებული სამსახურიდან გათავისუფლდეს 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც დაკავებული არიან საკონკურსო თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობით, რომლებთანაც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში აკადემიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ნახევარ საშტატო ერთეულზე.

 

IV. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, აკადემიის წესდებისა და აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების  წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საპროცედურო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი,  სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტიურობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

იხილეთ დანართი1

იხილეთ დანართი2

 


« უკან