13 სერტემბერს ქალაქ თბილისში ფილარმონიის ჰოლში ჩატარდა პროფესიული განათლების ფესტივალი, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს 30-მდე პროფესიულმა სასწავლებელმა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ წარადგინა შემდეგი ორი პროფესიული პროგრამა:
1. III საფეხურის გემბანის მეზღვაური;
2. III საფეხურის სამანქანე განყოფილების მეზღვაური;
ფესტივალზე პარალელურ რეჟიმში შესაძლებელი იყო აპლიკანტთა რეგისტრაცია. საბოლოო ჯამში III საფეხურის გემბანის მეზღვაურის პროგრამაზე დარეგისტრიდა 63 აპლიკანტი, ხოლო III საფეხურის სამანქანე განყოფილების მეზღვაურის პროგრამაზე 66.
პროგრამება შედგება 60 კრედიტისაგან, საიდანაც 30 კრედიტი ეთმობა სასწავლო კომპონენტებს, ხოლო 30 პრაქტიკას. სწავლა შეუძლია ზოგადი განათლების მქონე პირს. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს განათლების ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება მექანიკურ და სივრცით უნარებში და მათემატიკაში.
« უკან |