ამა წლის 16-21 აგვისტოს ლონდონში, დიდი ბრიტანეთში გაიმართა საერთაშორისო საზღვაო სამიტი, რომლის ორგანიზატორი იყო ნიგერიის მთავრობა, სადაც წარმოდგენილი იყო ნიგერიის საზღვაო პოტენციალისა და საზღვაო დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმები. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებს, კერძოდ კი საზღვაო პრაქტიკას. აღნიშნულ სამიტზე მიწვეული იყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, როგორც გლობალური საზღვაო პრაქტიკის ცენტრის წევრი და ნიგერიის პოტენციური პარტნიორი საზღვაო განათლების სფეროში.
აღნიშნულ სამიტზე იგეგმებოდა ნიგერიის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება გუდლაკ ებელი ჯონატანის დასწრება. რიგი გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო პრეზიდენტის ვიზიტი არ მოხერხდა. სამიტს ხელმძღვანელობდნენ ნიგერიის ტრანსპორტის მინისტრი სენატორი იდრის უმარი და მისი აღმატებულება, ნიგერიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დიდ ბრიტანეთში, დოქტორ დალჰატუ საკრი ტაფიდა.
აღნიშნულ სამიტს ესწრებოდნენ და მოხსენებით გამოვიდნენ:
1. ნიგერიის საზღვაო აკადემიის რექტორი, ბატონი ჯოშუა ოკპო,
2. ნიგერიის მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, კაპიტანი იბრაჰიმ ოლუგბადე,
3. ნიგერიის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონის წარმომადგენელი, ბატონი მორის პატრიკ ასუქუო,
4. გლობალური საზღვაო-საწვრთნელი ცენტრის GOBTC გენერალური მდივანი, დოქტორი ჰისაში იამამოტო,
5. MIRIS International-ის მმართველი დირექტორი, ბატონი მაიკ უილიამსი,
6. ლონდონის სამართლის უნივერსიტეტის, სამართლის დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი ჯეისონ ჩუა,
7. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანის ასისტენტი, კაპიტანი ენდრიუ უინბოუ,
8. საკლასიფიკაციო ორგანიზაცია Lloyd’s Register-ის მთავარი სპეციალისტი და მრჩეველი, კაპიტანი ჯიმ ბარკლეი,
9. ნავთობის დაღვრის პასუხისმგებელი ბრიტანული კომპანიის საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ნიკ ჰაზლეტბერდი,
10. RINA-ს ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი საზღვაო საინჟინრო სფეროში, ბატონი ჯაიან პიტერ პილაი,
11. ნიგერიის BW ოფშორული კომპანიის მმართველი დირექტორი, ბატონი ოსტინ უმე ზურიკე,
12. ნიგერიის პორტის წარმომადგენელი, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის გენერალური მენეჯერი, ბატონი ტოს ტალაბი.
« უკან |