2013 წლის 15–20 ივლისს სამხრეთ კორეის ქალაქ მოკპოს ნაციონალურ საზღვაო უნივერსიტეტში KAIMST (Korea Advanced Institute of Maritime Safety Technology) პროგრამის ფარგლებში და მოკპოს ნაციონალურ საზღვაო უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კორეის მხარის მიწვევით იმყოფებოდა საზღვაო ნავიგაციის მიმართულების პროფესორი ავთანდილ გეგენავა, რომელმაც წაიკითხა რამდენიმე ლექცია საქართველოში საზღვაო განათლების სისტემის, საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე რეფორმების და საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე.
ასევე ბატონი ა.გეგენავა შეხვდა მოკპოს ნაციონალური საზღვაო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ბატონ ჩოი მინსიონს და მიიღო მოინაწილეობა საზღვაო სწავლების ურთიერთთანამშრომლობის შეხვედრაში-მოკპოს ნაციონალურ საზღვაო უნივერსიტეტს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას და ფილიპინების სავაჭრო ფლოტის აკადემიას შორის. უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და ურთიერთთანამშრომლობის შეხვედრებისას მიღწეული იქნა წინასწარი შეთანხმება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შესახებ.
« უკან |