info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

საერთაშორისო კონფერენცია- TransNav 2013 on Marine Navigation and Safety of Sea Transportation

14 ივლისი 2013 წელი

2013 წლის 19-21 ივნისს პოლონეთში, ქალაქ გდინიას საზღვაო უნივერსიტეტში  ჩატარდა მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია- TransNav 2013 on Marine Navigation and Safety of Sea Transportation, რომელიც იმართება 2 წელიწადში ერთხელ. კონფერენციაში მონაწილება მიიღო მსოფლიოს 57 ქვეყნის  300 -დე წარმომადგენელმა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდა საზღვაო ნავიგაციის მიმართულების პროფესორი ავთანდილ გეგენავა, რომელიც არის ამ კონფერენციის მუდმივი მონაწილე და სამეცნიერო ნაშრომების სარეცენზიო კომიტეტის წევრი. მას კონფერენციაზე წარდგენილი ჰქონდა ნაშრომი  „შავი ზღვის ოპერაციული რეგიონალური სწავლება - GEODELTA 2011 - ნავთობის დაღვრაზე რეაგირების მზადყოფნა და ძებნა-გადარჩენის უზრუნველყოფა“. კონფერენციის მსვლელობის დროს სასიხარულო მოვლენას ჰქონდა ადგილი, TransNav კონფერენციებში შეტანილი წვლილისათვის ავთანდილ გეგენავა დაასახელეს - მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენციის საპატიო წევრად - HONORARY FELLOWSHIP OF THE TransNav. ფრიად მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რანგში ირჩევენ 5 პოლონელ და 5 საერთაშორისო მონაწილეს, დღეისათვის სულ არის დასახელებული 20 პოლონელი და 20 საერთაშორისო მონაწილე.

 


« უკან