25 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართა მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. რომელსაც ესწრებოდნენ: ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ყულევის, ფოთისა და ბათუმის პორტის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ჰიმნითა და დროშების აღმართვით. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას მეზღვაურთა საერთაშორისო დღე.
აკადემიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიის კურსდამთავრებულებს კი გადაეცათ სერთიფიკატები და ბეჭდები. აკადემიის ეზოში გაიხსნა მზის საათი, მოეწყო საზეიმო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, გაიმართა აკადემიის ჰიმნის პრეზენტაცია და საზეიმო კონცერტი.
ღონისძიება დაასრულა თეატრალურმა წარმოდგენამ „აიეტი“, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიის სტუდენტები.
« უკან |