10 აპრილს გაიმართა ფინალური შეხვედრა, „ გიორგი რეიზბას“ ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატზე. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 18 გუნდი. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდი „მითი“ და “Dream Team”-ი. შეხვედრა დასრულდა “Dream Team”-ის გამარჯვებით. მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „ბრიგადამ“. სამივე გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ: მედლებითა და სერტიფიკატებით, ხოლო გამარჯვებულ გუნდს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციისაგან, გადაეცა თასი, „გიორგი რეიზბას“ ოჯახისაგან მისი სახელობის გარდამავალი თასი, ხოლო სტუდენტურმა თვითმმართველობამ “Dream Team”-ი დააჯილდოვა ექსკურსიით. ტურნირის ბომბარდირი გახდა რევაზ კიკვაძე.
« უკან |