ბათუმის იუსტიციის სახლში, 22 მარტს, ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აბიტურიენტები, საზღვაო აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე ირაკლი კაცაძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი სულიკო სურმანიძე, მდგრადი განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ნათია დოლიძე, საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები და წარმომადგენლები. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ანალოგიური შეხვედრა აბიტურიენტებთან გაიმართა 26 მარტს, ოზურგეთის იუსტიციის სახლში. ასევე პრეზენტაცია ჩატარდა ქუთაისის იუსტიციის სახლსა და ქუთაისის საჯარო სკოლებში 1 აპრილს.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციას გეგმავს თბილისში.
« უკან |