info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ფორუმი თემაზე ,,ახალგაზრდების როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში’’

18 მარტი 2013 წელი

   აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, 16-17 მარტს  ქობულეთში სასტუმრო  „Georgian Palace Hotel”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა ფორუმი თემაზე ,,ახალგაზრდების როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში’’, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა.

ფორუმის ფარგლებში მიწვეულები იყვნენ:

     არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ინსტიტუტის’’ წარმომადგენელი არჩილ ხახუტაიშვილი  და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი, რომლებიც მოხსენებით წარდგნენ მონაწილეების წინაშე. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.


« უკან