info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამაგისტრო პროგრამები აკრედიტებულია!

6 მარტი 2013 წელი

 

საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო მომსახურების არეალი გაფართოვდა  განსაკუთრებით საზღვაო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 2013 წლის 27 თებერვლიდან ამოქმედდა ექვსი სამაგისრო პროგრამა, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს აიმაღლოს კვალიფიკაცია, შეიცვალოს და დაეუფლოს ახალ სპეციალობას.

           

კერძოდ აკადემია გთავაზობთ სწავლის გაგრძელებას შემდეგ პროგრამებზე:

 

1. გემების, პორტებისა და საზღვაო ტერმინალების ელექტროენერგეტიკული დანადგარები - კვალიფიკაცია: საზღვაო  ტექნოლოგიების  მაგისტრი;

2. გემებისა და პორტების ელექტროენერგეტიკული დანადგარები - კვალიფიკაცია: ინჟინერიის  მაგისტრი  ელექტროენერგეტიკაში;

3. გემების ენერგეტიკული დანადგარების მექანიზმები - კვალიფიკაცია: გემის მექანიკის მაგისტრი;

4. საზღვაო ტრანსპორტის მართვა - კვალიფიკაცია: საზღვაო  ოპერაციების  მაგისტრი;

5. ლოჯისტიკა და ექსპედირება - კვალიფიკაცია: ბიზნესის  ადმინისტრირების  მაგისტრი;

6. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

 

პროგრამები უზრუნველყოფილია:

  • მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლებით და დარგის სპეციალისტებით;
  • მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით (აუდიტორიები, ლაბორატორიები, სასწავლო საშუალებებით და სხვ. );
  • ავტორიტეტულ  ორგანიზაციებთან თანაშრომლობითი კავშირებით.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსურველმა უნდა ჩააბაროს ეროვნული სამაგისტრო გამოცდა უნარ-ჩვევებში და საზღვაო აკადემიაში სპეციალობით განმსაზღვრელ ერთ საგანი (საგანი და საგამოცდო საკითხები გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე www.bsma.edu.ge). აბიტურიენტის კომპეტენციის დადგენის მიზნით უცხო ენაში ჩატარდება გასაუბრება ან უნდა იყოს წარმოდგენილი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

 

აგრეთვე საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესი ხორციელდება ექვსი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით.

კერძოდ აკადემია გთავაზობთ სწავლებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

1. საზღვაო ნავიგაცია - აკადემიური ხარისხი: საზღვაოსნო მეცნიერებათა (საზღვაო ნავიგაცია)

2. გემის მექანიკა - აკადემიური ხარისხი: საზღვაოსნო მეცნიერებათა (გემის მექანიკა)

3. გემის ელექტრომექანიკა - აკადემიური ხარისხი: საზღვაოსნო მეცნიერებათა (გემის ელექტრომექანიკა)

4. საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა - აკადემიური ხარისხი:  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში

5. ნავსადგურის მენეჯმენტი  - აკადემიური ხარისხი:  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში

6. ტურიზმი - საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი  - აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების  ბაკალავრი ტურიზმში

გისურვებთ წარმატებებს



« უკან