2012 04 დეკემბერს ბსსა აკადემიის ბიბლიოთეკაში შედგა ბსს აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის უფროსი მასწავლებლის შორეული ნაოსნობის კაპიტნის ბატონ სოლომონ ბალაძის დამხმარე სახელმძღვანელოს "ასტრონავიგაცია"-ს პრეზენტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ტარიელ ქოქოლაძე. ამავე ფაკულტეტის საზღვაო ნავიგაციის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი შოთა კუნჭულია. უცხო ენების მიმართულების უფროსი მასწავლებელი ქალბატონი რიტა გაბუნია, აკდემიის თანამშრომლები და სტუდენტები.
სიტყვით გამოსვლისას გამომსვლელებმა ისაუბრეს ბატონი სოლომონის საინტერესო ბიოგრაფიაზე, წიგნის ავკარგიანობაზე და მის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. აღინიშნა, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო პირველი ქართული სახელმძღვანელოა მეცნიერების ამ დარგში და მისი აუცილებლობა სასწავლო პროცესის ლიტერატურით უზრუნველყოფის საქმეში უმნიშვნელოვანესია.
კოლეგებმა, სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს ბატონ სოლომონს გაწეული შრომისათვის, უსურვეს მას დიდხანს სიცოცხლე და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა.