info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

განცხადება ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შესახებ

31 ოქტომბერი 2012 წელი

 

30 ოქტომბერს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

დეკანის თანამდებობაზე კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს 3-დან 7 დეკემბრამდე. 10 დეკემბერს მოხდება შემოსული განცხადებების განხილვა.

17 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით დეკანობის კანდიდატებს შეეძლებათ საარჩევნო აგიტაციის წარმოება.

25 დეკემბერს ჩატარდება ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

 

დეკანის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

 

კანდიდატმა აკადემიის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის  (დიპლომის) ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია / CV;

ე) სტრატეგიული განვითარების გეგმა;

ვ) 2 ც. ფოტოსურათი, ზომით 3/4


« უკან