info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

განცხადება

12 სექტემბერი 2012 წელი

 

....სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით არჩევნების გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ

 

1. 2012 წლის 12 სექტემბერს გამოცხადდა არჩევნები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2. პრეტენდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 13 და 14 სექტემბერს 10 საათიდან 16 საათამდე საზღვაო აკადემიაში შემდეგ მისამართზე:  ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. #53, აკადემიის საარჩევნო კომისიაში (იურიდიული დეპარტამენტის ოთახი).

3. კანდიდატების/კანდიდატის არჩევა მოხდება სენატის მიერ 2012  წლის 14 სექტემბერს 17.00 საათზე.

4. დადგინდა პრეტენდენტთათვის აუცილებელი შესარჩევი მინიმალური კრიტერიუმები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული ან ასოცირებული პროფესორი;

გ) განათლების ხარისხის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

      

   კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის (დიპლომის) ასლი;

გ) ასოცირებული ან სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ავტობიოგრაფია/CV;

ვ) უმაღლეს სასწავლებელში განათლების ხარისხის განვითარების კონცეფცია;

ზ) 2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;

                                                                    აკადემიის საარჩევნო კომისია

 


« უკან