ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა რეგისტრაციისა და მობილობის განყოფილების უფროსი–ჯგუფის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ბატონ ენვერ ხავლოშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.
ენვერ ოსმანის ძე ხავლოშვილი დაიბადა 1951 წლის 19 დეკემბერს ჩიმკენტის რაიონში, ყაზახეთის სსრ.
1968წ. დაამთავრა მახინჯაურის ქართული საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის ჰიდრომელიორაციულ ინსტიტუტში. 1974 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური სამშენებლო ფაკულტეტი.
1974-90 წწ. მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში, სხვადასხვა თანამდებობაზე, 1990 წ. ჰიდროტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ.(ქ. დიმიტროვი.)
1977-81 წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1988წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სპეციალობით ჰიდრავლიკა და საინჟინრო ჰიდროლოგია.
1990წ. საცხოვრებლად გადმოვიდა ქალაქ ბათუმში.
1990-96წწ. მუშაობდა საქართველოს საზღვაო ფლოტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ.
1992წ. მუშაობდა აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში ხმელეთის ჰიდროლოგიის განყოფილების გამგედ.
1996-2012 წწ. მუშაობდა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუდენტთა რეგისტრაციისა და მობილობის განყოფილების უფროსი–ჯგუფის ხელმძღვანელად. იყო აკადემიის ასოცირებული პროფესორი
« უკან |