13 ივნისს სტუდენტური დღეები "აჭარა 2012"-ს დასკვნით კონცერტს ქობულეთმა უმასპინძლა, მასში მონაწილეობა აჭარის ოთხმა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო. საუკეთესო ვოკალური, ორიგინალური, იუმორისტული ნომრების შემსრულებლები 5 წევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა. ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:
1. რეგიონის საუკეთესო იუმორისტული ნომრის შემსრულებელი სასწავლებლის ტიტული უკვე მეორედ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდ "ნეპტუნ"-ს გადაეცა.
2. საუკეთესო ვოკალურ შემსრულებლად ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ფირცხალაიშვილი დასახელდა;
3. ორიგინალური ნომერი წარმოადგინა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ტბეთი";
4. "მის უნივერსიტეტის" ტიტული ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტს გადაეცა.
ნეპტუნის ყველაზე პატარა წარმომადგენელს ღონისძიების ორგანიზატორებმა საჩუქრად ბრიტანული ცენტრის 3 თვიანი უფასო აბონიმენტი გადასცეს.
სტუდენტური დღეები რეგულარულ სახეს იღებს, რისთვისაც სტუდენტები მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს.
« უკან |