info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

წარმატება "მან-სან-კანის ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში

4 ივნისი 2012 წელი

2 ივნისს, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართა “მან-სან-კანის ჩემპიონთა ლიგა”.  სადაც მონაწილეობას იღებდა ნახევარფინალში გადასული 3 გუნდი: ქალაქ ლაზიკას გუნდი “არგონავტები”, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “სოხუმარები” და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი “ნეპტუნი” 

 
ნახევარფინალში გაიმარჯვა ქალაქ ლაზიკას გუნდმა “არგონავტები”, მაგრამ “ნეპტუნის” კარგმა თამაშმა და გულშემატკივრების აქტიურობამ მოახდინა რა გავლენა ჟიურის წევრებზე, მათ ორგანიზატორებს შესთავაზეს, ნეპტუნის დამატება ფინალში.  ჩემპიონთა ლიგის წამყვანმა ზვიად ბლიაძემ თამაშის დასრულებისას აღნიშნა რომ ფინალში უკვე გადასულ 3 გუნდთან ერთად აუცილებლად ითამაშებდა “ნეპტუნი”....
 
ვულოცავთ  ამ გამარჯვებას გუნდ “ნეპტუნს” და მის ყველა გულშემატკივარს.  ვუსურვებთ წარმატებას ფინალურ შეხვედრაში.
 

« უკან