ს.ს.ი.პ. – სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ
1. 2012 წლის 28 მაისს 10.00 საათიდან ცხადდება კონკურსი ს.ს.ი.პ. – სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყება საზღვაო აკადემიის მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. #53, აკადემიის საარჩევნო კომისიაში (ძირითადი კორპუსი, III სართული # 1316 კაბ.).
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატობის პრეტენდენტთა რეგისტრა-ციის ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 01 ივნისი -12.00 საათი.
4. აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოსათვის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 01 ივნისი - 17.00 საათი.
5. დადგინდა პრეტენდენტთათვის აუცილებელი შესარჩევი მინიმალური კრიტერიუმები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
6. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის (დიპლომის) ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ავტობიოგრაფია/CV;
ე) სამოქმედო გეგმა;
ვ) 2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;
აკადემიის საარჩევნო კომისია
« უკან |