IAMU-ს მე-13 გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის მიღების მსურველმა
მე-2-3 კურსის სტუდენტებმა 2012 წლის 30 მარტის 18:00 სთ.მდე საერთაშორისო საკითხებში რექტორის მრჩეველთან ეკა სირაძესთან უნდა წარმოადგინონ მაქსიმუმ 500 სიტყვიანი ინგლისურ ენაზე შესრულებული ანოტაცია შემდეგ რომელიმე თემაზე:
Training and research in MET
Human factor in Shipping
Recruitment and retention of seafarers
Participation of women in Maritime industry
ანოტაცია უნდა შეიცავდეს ნაშრომის სრულ სათაურს, მიზნებსა და კვლევის ძირითად მიმართულებას, ავტორის სახელსა და გვარს, ელ. ფოსტის მისამართს.
ნაშრომი აუცილებლად სტუდენტის მიერ პირადად უნდა იყოს შესრულებული და მის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგი უნდა იყო სასახული.
აკადემიაში შექმნილი სპეციალური კომისია 2012 წლის 12 აპრილამდე განიხილავს წარმოდგენილ ანოტაციებს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გამარჯვებულ ნაშრომს რეკომენდაციას მისცემს კანადაში გასაგზავნად.
2012 წლის 15 მაისამდე დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, სტუდენტმა 2012 წლის 31 აგვისტომდე უნდა წარადგინოს დასრულებული ნაშრომი.
გამარჯვებული სტუდენტ მონაწილეობას მიიღებს IAMU-ს მე-13 გენერალური ასამბლეის სტუდნეტურ პროგრამაში, რომელიც ჩატარდება 2012 წლის 13-17 ოქტომბერს კანადის ქალაქ სტ.ჯონში (ნიუფაუნდლენდი).
სტუდენტის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს აკადემია.
გაფრთხილება:
ვადების დარღვევით წარმოდგენილი ნაშრომები არ განიხილება.
პლაგიატიზმის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართზე: http://www.iamu2012.com/?page_id=276