info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ნაოსნობის უსაფრთხოება

26 იანვარი 2012 წელი

24 იანვარს  საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ინიციატივით  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ახალ ბიბლიოთეკაში სტუდენტთათვის ჩატარდა  შეხვედრა – უსაფრთხო ნაოსნობის ციკლის პირველი სემინარი. სემინარზე განხილული იქნა საკრუიზო გემის „COSTA CONCORDIA“-სა და სხვა გემების კატასტროფების გამომწვევი მიზეზები და დეტალები. მოხსენებით გამოვიდნენ საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ტარიელ ქოქოლაძე და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საზღვაო ნავიგაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ბატონი შოთა კუნჭულია. შეხვედრას ესწრებოდა, საზღვაო აკადემიის რექტორი ბატონი ნიკოლოზ წიკლაური და მოწვეული სტუმრები, მათ შორის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განათლების სისტემაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი ბატონი ლევან იმნაიშვილი.


« უკან