info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

გამოცხადდა კონკურსი Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS ფარგლებში.

31 იანვარი 2012 წელი

Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
 

პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება მობილობა (ერთი ან მეტი სემესტრის გატარება) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში ევროპის მასშტაბით.

Erasmus Mundus Action 2 პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის 2011 წელს დაფინანსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გიოტინგენის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით შექმნილი კონსორციუმი.

კონსორციუმში წარმოდგენილია 8 ევროპული უნივერსიტეტი:

· გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - გრანტის მფლობელი და კოორდინატორი
· ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია
· ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
· სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
· ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
· ტუსკიას უნივერსიტეტი, იტალია
· გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია
· სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შვედეთი

პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტებია:

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო - სამხრეთ კავკასიის რეგიონალური კოორდინატორი
· საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო
· შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
· აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
· თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო



პროექტის ფარგლებში მობილობის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ სხვა ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებსა და მკვლევრებსაც (სამიზნე ჯგუფები 2 და 3).

2012-2013 სასწავლო წლისათვის განაცხადების მიღება დაიწყო 2011 წლის 15 დეკემბერს და გაგრძელდება 2012 წლის 15 მარტამდე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.alrakis.eu.


« უკან