2012 წლის 20 მარტის დილი 8.00 სთ-დან საიტზე - www.summerjob.ge პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” მონაწილეთა დარეგისტრირება იწყება.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ როგორც საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში, აკადემიის კომპიუტერულ კლასებში, ასევე თქვენთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ-სივრციდან!
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტთა რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ ინტერნეტით 20 მარტიდან 20 აპრილამდე .
პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველ ერთ ვაკანსიას აირჩევს. პროგრამა ”Summer Job" მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით თუმცა, სტუდენტის პროფესია შესაძლოა აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში, ძირითად ნაწილს კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევთ დასაქმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.