ბათუმის სახელწმიფო საზღვაო აკადემიაში საწავლო პროცესი მიმდინარე წლის 9 მარტს განახლდება.
სასწავლო პროცესი წარიმართება შერეული სისტემის გამოყენებით: დისტანციურ რეჟიმში და აუდიტორიებში.
სალექციო მეცადინეობა ყველა სასწავლო კურსზე წარიმართება დისტანციურად.
პრაქტიკულ მეცადინეობებთან მიმართებით:
იმ სასწავლო კურსზე, რომლებიც არ ითვალისწინებს პრაქტიკულ, ლაბორატორიულ, სიმულატორულ მეცადინეობებს ,პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება დისტანციურად.
იმ სასწავლო კურსზე, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკულ, ლაბორატორიულ, სიმულატორულ მეცადინეობებს ,პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება აუდიტორიებში- „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 09 მაისის № 01-227/ო ბრძანების შესაბამისად.
სასწავლო კურსების ცხრილისა და ჩატარების მეთოდის შესახებ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით.
პედაგოგებისა და სტუდენტების გამოცხადება სასწავლო დაწესებულებაში მოხდება წინასწარ განსაზღვრული ცხრილის მიხედვით;
შუალედური და დასკვნითი გამოცდები ყველა სასწავლო კურსზე ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.
სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 6 მარტის 16:00 საათამდე.
« უკან |