პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საზღვაო აკადემიის პროფესორმა აბდულ კახიძემ აკადემიის სტუდენტებისთვის ჩაატარა ონლაინ ლექცია თემაზე: „პლაგიატი და მისი პრევენცია საზღვაო აკადემიაში“.
ლექციის ფარგლებში, სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განიხილეს აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის, პლაგიატის სახეების აღმოჩენისა და აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ასპექტები.
ლექციის მთავარი ნაწილი, პლაგიატთან მიმართებით საზღვაო აკადემიის მიერ განხორციელებული აქტივობების განხილვას დაეთმო.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საზღვაო აკადემია შეუერთდა ERASMUS+-ის პროექტს „Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (INTEGRITY)“
პროექტის მიზანია ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
« უკან |