გამოცხადდა ონლაინ გაცვლითი პროგრამა შანხაის საზღვაო უნივერსიტეტში!
2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტებს საშუალება ექნებათ უფასო ონლაინ საგანმანათლებლო კურსები შანხაის უნივერსიტეტში გაიარონ.
გაცვლითი პროგრამა მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას :
საერთაშორისო საზღვაო ბიზნესი (International Maritime Business)
საზღვაო ტრანსპორტირება (ნავიგაციის ტექნოლოგიაში) Marine Transportation (in Navigation Technology)
საზღვაო ინჟინერია (Marine Engineering)
სწავლების ენა : ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა: 2021 წლის მარტიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.
შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე:
სარეგისტრაციო ფორმა და პროგრამის დეტალური აღწერა მიმაგრებულ ფაილში:
პროგრამის შესახებ« უკან |