info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სტუდენტების შესარჩევი კონკურსი სასწავლო- საცურაო პრაქტიკისთვის

26 იანვარი 2021 წელი

  70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 3 პარტნიორი კომპანიის: Koban Shipping, TT Line და Rederei Nord-ის გემებზე გაივლის.

შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება:

 შიდა გასაუბრება, რომელსაც ჩაატარებს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია;

 შერჩეული კანდიდატების გასაუბრება კომპანიების წარმომადგენლებთან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საზღვაო ნავიგაციის, გემის მექანიკისა და გემის

ელექტრომექანიკის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, ასევე 2020 წლის

კურსდამთავრებულებს❕

 კანდიდანტები შეირჩევიან შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:

 

 ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და პროფესიული ტერმინოლოგია);

 მაღალი აკადემიური მოსწრება;

 პროფსიული საგნების ცოდნის დონე.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ფორმა შეავსეთ ბმულზე

https://forms.gle/WzmCQJtuoStKfUpZ7

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის

1 თებერვალი,  23:00 სთ.

 

 გასაუბრება ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 115-ე აუდიტორიაში 4 და 5 თებერვალს.

 

 გასაუბრების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაციას სარეგისტრაციო ველში მითითებული ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

 

კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულებს:

 

https://www.kobanshipping.com/

 

https://www.reederei-nord.com/

 

https://www.ttline.com/


« უკან