info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების საყურადღებოდ!

26 იანვარი 2021 წელი

სენატის 2020 წლის 10 დეკემბრის №19/7 გადაწყვეტილებით დადგინდა 3 და მეტი F შეფასების მქონე სტუდენტებისათვის შინაგანაწესის 39-ე მუხლის მე-8 პუნქტითა და 36-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვებისაგან ერთჯერადი გამონაკლისი. კერძოდ, 3 და მეტი F შეფასების მქონე სტუდენტებს ეძლევათ მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნით გამოცდებზე გასვლის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ 3 და მეტი F შეფასების მქონე ვერ ჩააბარებენ 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნით გამოცდებს, მეორე სემესტრისათვის ისარგებლებენ შიდა მობილობით, გადავიდნენ აკადემიის სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სასწავლო კომპონენტი არ არის მის მიერ მიუღწეველი შედეგების მქონე სასწავლო კურსი, ან ისარგებლონ გარე მობილობით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სტუდენტს, რომელიც არ ისარგებლებს შიდა ან გარე მობილობით, შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.

სენატის 2020 წლის 10 დეკემბრის №19/8 გადაწყვეტილებით 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის დადგინდა სტუდენტთა ფინანსური შეღავათები სენატის 2020 წლის N16/19 გადაწყვეტილებით სწავლის საფასურის დაფარვისათვის დადგენილ ვადებში. ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს ეძლევათ მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასკვნით გამოცდებზე გასვლის უფლება. ხოლო მეორე სემესტრისათვის აკადემიური და ფინანსურ რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ მოხდება სტუდენტთა მიერ არსებული დავალიანების სრულად დაფარვა.

 

 

  გადაწყვეტილება 19/7
  გადაწყვეტილება 19/8

« უკან