info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის უფროსი- ირაკლი ღარიბაშვილი

22 იანვარი 2021 წელი
"ბიბლიოთეკები არის ცოდნის კარიბჭე, ოღონდ ჩვენი მიზანი არის, რომ ეს კარიბჭე იყურებოდეს არა წარსულში, არამედ მომავალში, მომავლის განვითარების კარიბჭე იყოს სტუდენტისა და მეცნიერისთვის," - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი ცოტა ხნის წინ იმ განახლებისა და გარდაქმნის პროცესებზე საუბრობდა, რასაც სამეცნიერო ბიბლიოთეკა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაეყვანა.
სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი, რამაც სტუდენტების, მეცნიერებისა და რიგითი მკითხველებისთვის ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნის შესანახ ადგილად, არამედ სამეცნიერო კომუნიკაციის და დისკუსიების სივრცედ აქცია.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასთან ერთად კი, ის იყო საქართველოს ბიბლიოთეკების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი.ის მუდმივად ზრუნავდა მსოფლიო საბიბლიოთეკო სიახლეების საქართველოში ჩამოტანასა და დანერგვაზე, ასევე ქართული საბიბლიოთეკო და სამეცნიერო საქმის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანაზე.
 
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ირაკლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

 


« უკან