ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ონლაინ საჯარო ლექციების კვირეული გაიმართა.
საჯარო ლექციების კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ქონდათ ონლაინ რეჟიმში დასწრებოდნენ შემდეგ საჯარო ლექციებს:
ლევან ლორთქიფანიძე- Covid-19 ის გავლენა საჯარო პოლიტიკაზე;
ალექსანდრე თვალჭრელიძე-საერთაშორისო ნავთობის ბაზრები Covid-19 პანდემიის პირობებში;
მარი კორინთელი- ბიზნესის დაწყებისა და წარმატების კონცეფცია;
ვახტანგ მენაბდე- დემოკრატია და თავისუფლება;
ზაზა მახარაძე- გლობალური პანდემიის გავლენა საერთაშორისო ნაოსნობაზე
ონლაინ საჯარო ლექციების თემატიკა ითვალისწინებდა სტუდენტების ინტერესებს და დღევანდელობასთან მიმართებით აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე იყო მორგებული.
საჯარო ლექციები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და თითოეული ლექციის დასკვნით ნაწილში სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხები, სპიკერებთან ერთად დისკუსიის ფორმატში განიხილეს.
« უკან |