ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ონლაინ რეჟიმში სამეცნიერო კონფერენცია გამართა.
ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ- მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საზღვაო აკადემიის პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და საზღვაო დარგის მკვლევარები.
სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებლებმა ონლაინ რეჟიმში ნაშრომები წარადგინეს საზღვაო და მომიჯნავე დარგის ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, როგორიცა:
GHS სისტემის მნიშვნელობა მეზღვაურის განათლებაში;
ტურისტული მდგრადობის ანალიზი და ეთნოვიზუალური ტურისტული ატლასის შექმნის პერსპექტივები აჭარაში;
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა კომპანიების წარმატებული საქმიანობისთვის;
ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების ფონზე;
ბათუმის სანაპირო ზოლის ზღვის წყლის კონტროლი დაბინძურების წყაროების დადგენის მიზნით;
საკრუიზო ტურიზმი პანდემიის რეალობაში;
ზოგადი და საზღვაო ინგლისურის როლი საზღვაო განათლებისა და საწვრთნელი დაწესებულებების სტუდენტებში კულტურის ცნობიერების (Cultural Awareness) ამაღლებაში;
მიგრაციის გავლენის შესწავლა შრომის ბაზრის სტრუქტურასა და დასაქმებაზე საქართველოში;
პროფესიული ტრენინგი საზღვაო განათლებაში ჩართულობისათვის;
საქართველოში საზღვაო განათლების დამკვიდრებისა და განვითარების საწყისი პერიოდის ანალიტიკური მიმოხილვა;
ბათუმის ნავსადგურის აკვატორიის წყლის ხარისხობრივი მახასიათებლები და სხვ.
სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა თითოეული მოხსენება ონლაინ დისკუსიიის ფორმატში განიხილეს.
« უკან |