info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 4-5 დეკემბერს დისტანციურ რეჟიმში სტუდენტურ და სამეცნიერო კონფერენციას გამართავს

6 ნოემბერი 2020 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 4-5 დეკემბერს  დისტანციურ რეჟიმში სტუდენტურ და სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.

კონფერენციებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საზღვაო აკადემიის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებსა და მკლევარებს.

 კონფერენციებზე წარსადგენი ნაშრომის თემატიკა განსაზღვრულია საზღვაო აკადემიის მისიით და საკვლევი სფეროების ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა :

•  საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხო და ეკონომიური ფუნქციონირების პრობლემები;

 •   ინოვაციური და გარემოს არადამაზიანებელი ტექნოლოგიების განვითარება სატრანსპორტო გადაზიდვებში, ინჟინერიაში, ბიზნესსა და სწავლებაში;

 •  ტრანსპორტირებისა და გადაზიდვების  ლოჯისტიკური პრობლემები;

 •   ზღვისა და სანაპირო ზოლის გარემოს დაცვა და ეკოლოგიური პრობლემები;

 •  ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის საზღვაო სექტორის განვითარების პრობლემები.

 კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი.

ნაშრომები დადგენილ ვადებში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მითითებულ მისამართებზე:

a.makharadze@bsma.edu.ge  

v.tukvadze@bsma.edu.ge

  საკონფერენციო ნაშრომის ფორმატი
  ნაშრომის გაფორმების წესი

« უკან