info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

მრგვალი მაგიდა- დისკუსია თემაზე: „საზღვაო ტურიზმის სფეროში კადრების მომზადება საქართველოში- არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“

2 ნოემბერი 2020 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა მრგვალი მაგიდა - დისკუსია თემაზე: „საზღვაო ტურიზმის სფეროში კადრების მომზადება საქართველოში- არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“

დისკუსიაში მონაწილობას ღებულობდნენ საზღვაო აკადემიის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის გიდების ასოციაციის და საერთაშორისო ბრენდი, სასტუმრო "Best Western Premier Batumi"-ის  მენეჯმენტის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში  მონაწილეებმა განიხილეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს "უმაღლესი განათლების მეორე საფეხური - მაგისტრატურა"-ის სწავლის სფეროში "საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტის" (კოდი 1015.2.6) დამატების საკითხი.

შეხვედრიის მონაწილეებმა, დოკუმენტის განხილვის შემდეგ, დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ ტურიზმის დარგობრივი მახასიათებლების დოკუმენტი უნდა იძლეოდეს საკრუიზო ტურიზმში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების უფლებას. 

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება შესაბამისი თხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვის თაობაზე.

 შეხვედის ბოლოს გაიმართა სამეცნიერო პროექტის - „საქართველოს რეგიონების სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოტენციალის, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსებისა და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის საფუძველზე უნიკალური ტურისტული პროდუქტების შექმნა“ - პრეზენტაცია-განხილვა.

საზღვაო აკადემია მომავალშიც   გეგმავს მსგავსი ფორმატის შეხვედრის ორგანიზებას.

 


« უკან