info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი გაიხსნა

28 ოქტომბერი 2020 წელი

27 ოქტომბერს, ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გაიხსნა.

  ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. ინიციატივა, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის; გასული წლის დეკემბერში, ბათუმის საზღვაო აკადემიიაში სტუმრობისას მან აღნიშნა: „ერთ წელიწადში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფოთში სარემონტო სამუშაოები დასრულდეს“. სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას უზრუნველყოფს და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს;

თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ცენტრს დღეს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი.

საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას.

• ცენტრს გააჩნია მეზღვაურთა მაღალკვალიფიციური რიგითი დადამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობები, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს.

• მეთევზე-მეზღვაურთა ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მეთევზის სიმულატორით, რომელიც ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლებელი მოამზადებს კვალიფიციურ მეთევზე მეზღვაურებს, რომლებიც თანამედროვე თევზსაჭერ გემებზე შეძლებენ დასაქმებას; აღსანიშნია, რომ სიმულატორის შეძენა მეთევზე-ლიცენზიანტებმა დააფინანსეს.

• AIP ტერმინალის მხარდაჭერით სასწავლებელს ექნება ამწის სიმულატორი, რომლის ანალოგი დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს. ცენტრი მოამზადებს კვალიფიციურ ამწის ოპერატორებს, რაც ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალობაა პორტებში.

“ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე, ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთის ფუნქცია მომავალშიც იქნება, რომ ეფექტურად გააგრძელოს აღნიშნული მისია, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია მაღალი კვალიფიკაციის კადრების გარეშე. სწორედ ამიტომ, აქ გაჩნდა ბათუმის, 100 წლის ისტორიის მქონე საზღვაო აკადემიის ფილიალი, რომელიც შეძლებს ერთდროულად სასწავლო პროცესი გამართოს 1 000 სტუდენტისთვის” - განაცხადა საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ფოთში, სასწავლებლის გახსნის ღონისძიებაზე.

“დღეს, ჩვენ, ყველა ერთად ისტორიული დღის მომსწრენი ვართ. ქალაქ ფოთში საზღვაო განათლება ოფიციალურად დაბრუნდა! ამ ულამაზეს შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც რეკორდულად მოკლე ვადაში განვახორციელეთ, ბინას დაიდებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი.

სასწავლებელი პირველ ეტაპზე მსურველებს მაღალი ხარისხის გადამზადებისა და მოკლე ვადიან სასერტიფიკაციო კურსებს შესთავაზებს“.  აღნიშნა სასწავლებლის გახსნის ღონისძიებაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო სასწავლებლისათვის გამოყოფილი ყოფილი ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ფაქტობრივად დანგრევის პირას იყო. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მაქსიმალურად დაუბრუნდა პირვანდელი სახე. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა - სამშენებლო კომპანია „დანი ქონსთრაქშენმა“ განახორციელა.

თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფოთის სასწავლებლის აღდგენაში მიიღო მონაწილეობა - „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც სასწავლებლის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა დაწყებული რიგითი მუშიდან, დამთავრებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო აკადემიის თანამშრომლებით.

და ბოლოს მინდა განსაკუთრებული და გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ საქმის ინიციატორსა და სულისჩამდგემლს ბატონ გიორგი გახარიას, ვისი მხარდაჭერის გარეშეც ჩვენ დღეს აქ ვერ შევხვდებოდით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!“

ცენტრის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასწავლებლის დონორები და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები.


« უკან