info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კონსკურსს აცხადებს

22 ოქტომბერი 2020 წელი

მედიაწიგნიერების  განვითარების  მიზნით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ფაქტების გადამოწმების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის  მედიაწიგნიერების კონკურსი გამოცხადდა.

ზემოაღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, სხვ.) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია), წარმოადგინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო, შესაძლო მოტივები და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა. საკონკურსო ნამუშევრები სტუდენტებმა მითითებულ ლინკზე უნდა გამოგზავნონ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ დანართში

  კონკურსი-მედიაწიგნიერების განვითარება

« უკან