info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ონლაინ შეხვედრა- მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში

25 სექტემბერი 2020 წელი

ბათუმის სახელმწიფოს საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ადმინისტრაციულმა პერსონალმა და პროფესიულმა  მასწავლებლებმა  „მასწავლებელთა  კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ პროექტის ფარგლებში  გამართულ ონლაინ შეხვედრაში  მიიღეს  მონაწილეობა.

პროექტი  მსოფლიო ბანკის,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაერთიანებული სამეფოს „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) მხარდაჭერით ხორციელდება  და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოდელის  შექმნას, რომელსაც საფუძვლად  სხვადასხვა დოკუმენტი  უდევს.

ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეები დოკუმენტების სამუშაო  ვერსიებს  გაეცნენ, რომელთა  თანმიმდევრული განხილვაც სამომავლო   საკონსულტაციო  შეხვედრებზე არის დაგეგმილი.

აღასანიშნია, რომ  მსოფლიო  ბანკის ინიციატივით, საკონსულტაციო შეხვედრების საფუძველზე,  კვლევით განსაზღვრული მიზნების,   პროფესიული  განათლების ხარისხის  გაუმჯობესებასისა  და  პროფესიული   განათლების განვითარების გზების დადგენაც  არის გათვალიწინებული.


« უკან