info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

16 სექტემბერი 2020 წელი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაციისათვის საზღვაო აკადემიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი) ასლი დედანთან ერთად;

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი, დიპლომი)  ასლი დედანთან ერთად;

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV -100/ა (ბარათაშვილის ქ. N 30 ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი);

 ფოტოსურათი (3X4 – 4 ცალი);

განცხადება (ივსება აკადემიაში დოკუმენტების წარმოდგენისას)

პირს, რომელმაც ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ მოახერხა ტესტირებაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზის გამო - იმყოფებოდა: 

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე, საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 14 სე1ტემბრის  N 5 20 0000830737 ბრძანების თანახმად,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  დასაბუთებული განცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.


« უკან