საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა. 2020 წლის 27 აგვისტოს №534 დადგენილებით განისაზღვრა "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე".
სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 7 სექტემბრის 9:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge/ პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდიდან.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მითითებულ ბმულზე:
https://bit.ly/2GKhSy0
« უკან |