info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

27 აგვისტო 2020 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს მიღებას მაგისტრატურის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ü „საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის“ საგანმანათლებლო პროგრამა.

ადგილების რაოდენობა - 5

სწავლის საფასური -2250 ლარი.

პროგრამის სტატუსი - ავტორიზებული.

შიდა გამოცდა - ინგლისური, ეკონომიკსი

 

ü „ლოჯისტიკა და ექსპედირების“ საგანმანათლებლო პროგრამა.

ადგილების რაოდენობა- 5

სწავლის საფასური -2250 ლარი.

პროგრამის სტატუსი - ავტორიზებული.

შიდა გამოცდა - ინგლისური, ეკონომიკსი

 

ü „საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტის“ საგანმანათლებლო პროგრამა.

ადგილების რაოდენობა- 5

სწავლის საფასური -2250 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

შიდა გამოცდა - ინგლისური, ტურიზმი

 

ü „საპორტო ოპერაციების მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამა.

ადგილების რაოდენობა- 20

სწავლის საფასური -2250 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

შიდა გამოცდა - ინგლისური, საპორტო ოპერაციების საფუძვლები

 

ü „გემების ენერგეტიკული და ელექტრული სისტემები და დანადგარების“ საგანმანათლებლო პროგრამა.

ადგილების რაოდენობა- 10

სწავლის საფასური -2250 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

შიდა გამოცდა - ინგლისური, გემის მექანიკა /გემის ელექტრომექანიკა

 

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდგომ მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გამოცხადდეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება აკადემიის რექტორის სახელზე, რომელიც ივსება ადგილზე.

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. ერთიანი ეროვნული სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;

4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი-დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ;

5. 2 ფოტო 3X4 ფორმატის და ელექტრონული ვერსია;

6. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა ან სამხედრო ბილეთის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის)

საბუთების მიღება იწარმოებს ა/წ 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე შემოსვლა დასაშვებია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით (პირბადით).

 

მისამართი: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, რუსთაველის ქ. №53, I კორპუსი, ოთახი 113, სტუდენტთა რეგისტრაციის და მობილობის დეპარტამენტი.

 

სამუშაო საათები: 10:00 – 17:00.

 

 

 

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება შემდეგი განრიგით:

 

· ინგლისურ ენა (B2) - 7 სექტემბერს 11 საათზე;

· გემის მექანიკა; გემის ელექტრომექანიკა - 8 სექტემბერს 11 საათზე;

· ტურიზმი - 8 სექტემბერს 14 საათზე.

· საპორტო ოპერაციების საფუძვლები - 9 სექტემბერს 11 საათზე;

· ეკონომიკსი- 9 სექტემბერს 14 საათზე;

 

 

- საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები გამოცხადდება -10 სექტემბერს;

- გამოცდების შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;

- აპელაციის შედეგების გამოცხადდება - 15 სექტემბერს;

- კონკურსის შედეგების გამოცხადდება - 17 სექტემბერს;

- მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმდება 18-23 სექტემბერის ჩათვლით;

- ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 24 სექტემბერი.


« უკან