info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის "საზღვაო ნავიგაციის" ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას სრული,უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა

15 აგვისტო 2020 წელი

2020 წლის 14 აგვისტოს საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო საბჭოს სხდომაზე, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ წარდგენილ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას „საზღვაო ნავიგაცია“ სრული/უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.
პირველად საქართველოს საზღვაო განათლების ისტორიაში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სრული საბაკალავრო პროგრამა ინგლისურ ენაზე აითვისონ.
ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში საზღვაო განათლების ინტერნაციონალიზაციის გასაძლიერებლად და ამ მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობების გასამყარებლად.
საზღვაო აკადემია მადლობას უხდის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერისა და გაწეული თანამშრომლობისთვის.
ვულოცავთ აღნიშნულ მიღწევას საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებმაც ამ წარმატების მიღწევაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს.


« უკან