დღეს ,16 ივლისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი,ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შეხვდნენ.
2019 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2020 წლიდან საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულები სახელმწიფო მხარდაჭერით შეძლებენ სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო წვრთნის გავლას.
მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, უკვე დაგეგმილია აკადემიის 100 სტუდენტის მიერ საზღვაო -საცურაო პრაქტიკის გავლა. ღონისძიებას კი ის 10 სტუდენტი ესწრებოდა, რომელიც გერმანული კომპანიის REEDEREI NORD SHIPMANAGEMENT-ის მიერ შეირჩა.
ღონისძიების ფარგლებში, 10 უმსხვილესი კომპანია დაჯილდოვდა, რომელმაც ხელი შეუწყო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმებას.
აღსანიშნია, რომ წელს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საკრუინგო კომპანიებისა და საზღვაო სასწავლებლების თანამშრომლობის შედეგად საზღვაო სასწავლებლების 11 სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წლის საფანსური სრულად დაუფინანსდება.
ამ ინიციატივის ფარგლებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა აკადემიის 5 სტუდენტს სწავლის დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უპრეცედენტო რაოდენობის - 470 კურსადამთავრებული ყავს, 2020-2021 სასწავლო წლისათვის კი - 580 სტუდენტის მიღებას შეძლებს, რაც ქვეყანაში საზღვაო განათლებისა და ზოგადად საზღვაო დარგის მზარდ პოპულარულობაზე მიუთიტებს.
« უკან |