info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ტერმინოლოგიის კვლევის საკითხებისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა.

8 ივლისი 2020 წელი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საზღვაო ტერმინოლოგიის კვლევის საკითხებისადმი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა.

სემინარის მიზანი იყო ქართულ-ინგლისური/ ინგლისურ-ქართული საზღვაო ტერმინოლოგიის ნაბეჭდი და ელექტრონული ორენოვანი განმარტებითი ლექსიკონის მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვა და შემდგომი სამუშაო ეტაპების განსაზღვრა.

სემინარისა და სამუშაო გეგმის შედგენის პროცესში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია კიკვაძე იყვნენ ჩართულნი.

 


« უკან