25 ივნისს ბათუმის სახელმწიფო აკადემია მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ზეიმობს.
წლების განმავლობაში სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, 25 ივნისის ღონისძიებები სააქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ მასშტაბურად აღინიშნებოდა, თუმცა წელს, ეპიდემილოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ამ დღის აღნიშვნა რამდენიმე აქტივობით შემოიფარგლა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პროფესიული დღე სტუდენტებს საზიმოდ მიულოცეს აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.
ღონისძიების ფარგლებში, სარეიტინგო სიის მიხედვით შერჩეულ დამამთავრებელი კურსის 21 სტუდენტს წარჩინების სერტიფიკატი, ხოლო აკადემიის მოაზროვნეთა კლუბის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიებას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუდენტები დაესწრნენ, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, ეტაპობრივად თითოეული კურსდამთავრებული დაჯილდოვდება.
საზღვაო აკადემიის ბენდმა ღონისძიება საზეიმო და მრავალფეროვანი გახადა. ტრადიციისამებრ, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით დაღუპული მეზრვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერებისა და ანატოლი კაჭარავას საფლავები გვირგვინით შეამკეს.
მეზღვაურთა საერთშორისო დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას საზღვაო აკადემიისთვის, მთელი ქალაქისა და რეგიონისთვის, ვინაიდან ეს პროფესია იტევს ქალაქის განვითარების წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
« უკან |