როგორც ცნობილია, დისტანციური სწავლების პროცესში სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა ვერ მოახერხა სრულად ჩართულიყო სასწავლო პროცესში ინტერნეტთან წვდომის არქონის ან/და გაუმართავი კომპიუტერული მოწყობილობის გამო.
გამომდინარე იქედან, რომ საზღვაო აკადემიამ ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსგან მიიღო სტუდენტების ტერიტორიაზე დაშვების უფლება, სტუდენტებს მიეცემათ გამოტოვებული შეფასებების მიღების საშუალება.
ყველა იმ სტუდენტს, რომელმაც ვერ მოახერხა დისტანციურ სწავლებაში სრულფასოვანი ჩართვა და სურს გამოტოვებული შეფასებების მიღება,გთხოვთ,15-18 ივნისის ვადებში მიმართოთ სტუდენტთა რეგისტრაციისა და მობილობის დეპარტამენტსა და სტუდენტურ საქმეთა და შეფასების დეპარტამენტს.
თუ სტუდენტი გაუმართავი ინტერნეტის ან/და კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობის მიზეზით მიმართავს საზღვაო აკადემიას განცხადებით, რომელშიც მოითხოვს მიმდინარე შუალედური გამოცდების ჩაბარების უფლებას, ვალდებული იქნება ყველა სახის გამოცდა, მათ შორის დასკვნითი გამოცდა ჩააბაროს საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე, შეფასების დეპარტამენტის ზედამხედველობით.
« უკან |