info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ლაბორატორიული და სიმულატორული მეცადინეობები 15 ივნისიდან, დამტკიცებული განრიგის მიხედვით დაიწყება

14 ივნისი 2020 წელი
სურათი

2020 წლის 11 ივნისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ამავე სამინისტროს სტანდარტების მიხედვით  შეამოწმა  საზღვაო აკადემიის ლაბორატორიული, სიმულატორული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად მომზადებული  სასწავლო სივრცეები (ლაბორატორიები, სიმულატორები, აუდიტორიები). რის შედეგადაც, საზღვაო აკადემიამ მიიღო შესაბამისი ნებართვა მეცადინეობების აკადემიის ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარების შესახებ.

საზღვაო ნავიგაციისა  და საინჟინრო ფაკულტეტეტის  წარმომადგენლებმა  მოამზადეს და სტუდენტებს მიაწოდეს ლაბორატორიული და სიმულატორული მეცადინეობების ჩატარების განრიგი.მეცადინეობები დაიწყება 15 ივნისს, დამტკიცებული განრიგის მიხედვით.

მეცადინეობების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, სტუდენტთა შემოსვლას აკადემიის ტერიტორიაზე, წინასწარ შედგენილი სახელობითი ცხრილების საფუძველზე გაკონტროლებს აკადემიის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური.

 აღნიშნული მოთხოვნა ასევე ეხება იმ მეცადინეობებს და კონსულტაციებს, რომლებსაც სტუდენტების მოთხოვნით პედაგოგები დაგეგმავენ აკადემიის აუდიტორიებში.


« უკან