info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შუალედური გამოცდები 14 მაისიდან დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება

8 მაისი 2020 წელი

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, შუალედური გამოცდები (კომპიუტერული ტესტირება) ჩატარდება დისტანციური, ელექტრონული ფორმით, რომლის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს სტუდენტურ საქმეთა და შეფასების დეპარტამენტი.

გამოცდების მიმდინარეობა

 საგამოცდო განრიგში მითითებულია გამოცდების დაწყების დრო და ხანგრძლივობა, ინდივიდუალურად თითოეული სტუდენტისათვის;

სტუდენტი ვალდებულია, განრიგში მითითებულ დროს შემოვიდეს შეფასების სისტემაში სპეციალური კოდის მეშვეობით.

კომპიუტერული ტესტირება

ტესტირების დაწყებისათვის სტუდენტი უნდა შევიდეს თავის პროფილში, გადავიდეს საგამოცდო განრიგზე და გაააქტიუროს მოცემული დღის გამოცდის გრაფა. ამის შემდეგ გაიხსნება ტესტი და დაიწყება დროის ათვლა.

ნავიგაციისა და საინჟინრო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის ტესტი შედგება 15 დახურული დავალებისგან. ტესტირების პროცესში ეკრანზე თანმიმდევრობით გამოჩნდება საგამოცდო შეკითხვები 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სტუდენტი მონიშნავს მხოლოდ ერთ პასუხს, პროგრამა შეინახავს მონიშნულ პასუხს და გადავა შემდეგ შეკითხვაზე. სავარაუდო პასუხებთან ერთად ეკრანზე გამოჩნდება ნიშნული - „შეკითხვის გამოტოვება“ იმ შემთხვევისათვის, თუ სტუდენტს სურს გადავიდეს მომდევნო შეკითხვაზე და საგამოცდო დროის ამოწურვამდე მოგვიანებით უპასუხოს გამოტოვებულ შეკითხვას. გამოტოვებული შეკითხვები ეკრანზე გამოჩნდება 15-ვე შეკითხვის დასრულების შემდეგ.

სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუკი არ არიან დარწმუნებული პასუხის სისწორეში, უმჯობესია, გამოტოვონ და  დაუბრუნდნენ შეკითხვას, რადგან პასუხის მონიშვნის შემდგომ, მისი შეცვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის კომპიუტერული ტესტირება 20 ქულიანია. ტესტი შედგება 15 დახურული და 5 ღია დავალებისგან. ღია დავალებებში სტუდენტმა უნდა ჩაწეროს თავისი პასუხი. ღია დავალებებს ამოწმებს პედაგოგი და შესაბამისად, მიღებული შეფასება მოგვიანებით დაემატება ტესტირებაში მიღებულ ქულას.

ტესტირების დრო - ნავიგაციისა და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის -15 წუთი, ხოლო ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის -25 წუთი.

საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ პროგრამა ავტომატურად გაითიშება და დაიმახსოვრებს მონიშნულ პასუხებს. მიღებული შედეგი (შეფასება) გამოჩნდება ეკრანზე.

გამოცდების ორგანიზატორის მიზეზით ტექნიკური ხასიათის პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში სტუდენტს განმეორებით დაენიშნება გამოცდა.

ტესტში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, სტუდენტი უფლებამოსილია აპელაციისათვის მიმართოს სტუდენტურ საქმეთა და შეფასების დეპარტამენტს  საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ. აპელაციის ვადები გამოქვეყნდება აკადემიის ვებ გვერდზე სტუდენტთა შეფასებისა და აღრიცხვის სისტემაში. აპელაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით. სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხარვეზის დამადასტურებელი შესაბამისი დასაბუთება და მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში აპელაცია არ განიხილება.

კომპიუტერული ტესტირების ჩატარების ვადები

იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერული ტესტირება სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით გათვალისწინებულია მე-8 კვირაში, ტესტირება დაიწყება 2020 წლის 14 მაისს. გამოცდების განრიგში გათვალისწინებული იქნება ვადები იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დაგვიანებით შეუერთდნენ დისტანციური  სწავლების პროცესს.

 


« უკან