info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკონომიკისა და ტრანსპორტის ექსპერტის,მირზა დოლიძის ღია ლექცია “საქართველოს საპორტო ტერმინალების და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის პერსპექტივები“

17 აპრილი 2020 წელი

დღეს, 17 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ ინიცირებული ღია ლექციების კვირეულის ფარგლებში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის ექსპერტმა, მირზა დოლიძემ  ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: “საქართველოს საპორტო ტერმინალების   და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის   პერსპექტივები“.

ლექციის  ფარგლებში სპიკერმა განიხილა საქართველოს მაჩვენებელბი  სარკინიგზო ხარისხის კონკურენტუნარიანობის  ინდექსთან მიმართებით.

სპიკერმა ყურადღება გაამახვილა  საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილა საქართველოში რკინიგზის გამტარიანობის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორები.

ასევე ისაუბრა შავი ზღვის პორტების სიმძლავრის თავისებურებებზე და ბათუმისა და ფოთის  ტერმინალების ზრდისა და განვითარების პერსპექტივებზე.

ლექციის მეორე ნაწილში, სპიკერმა ხაზი  გაუსვა ქვეყნის მასშტაბით ახალი  ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების აუცილებლობას.

ღია ლექციის ბოლო ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში.

ღია ლექციას  ონლაინ რეჟიმში დაესწრო 70 ზე მეტი მსმენელი.


« უკან