დისტანციური სწავლების ხარისხისა და პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით, 13 და 17 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პარტნიორი უნივერსიტეტის , დიდი ბრიტანეთის სარის (University of Surrey) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ვიცე რექტორმა, სწავლების მენეჯმენტისა და ბიზნეს სკოლის პროფესორმა ბატონმა ოსამა ხანმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალისთვისა და მოწვეული მასწავლებლებისთვის ონალინ ლექციები ჩაატარა.
ლექციების ფარგლებში, ბატონმა ოსამამ მსმენელებს ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარა დისტანციური სწავლების ძირითადი ტენდენციები, მათ შორის ის მიდგომები,რომლებიც გამოიყენება სარის უნივერსიტეტში პანდემიის პერიოდში.
პროფესორმა ყურადღება გაამახვილა ელექტრონული რესურსების ორგანიზების საკითხზე,დისტანციური სწავლების პროცესის მენეჯმენტის თვალსაზრისით.
ასევე სემინარის ფორმატში განიხილა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითები, როგორებიცაა, სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები და შეფასების ალტერნატიული მეთოდები.
ონლაინ ლექციებს დაესწრო 75 მდე აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და მოწვეული მასწავლებლები.
« უკან |