info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ეკონომიკისა და ტრანსპორტის ექსპერტის,მირზა დოლიძის ღია ლექცია ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

16 აპრილი 2020 წელი

დღეს, 16 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ ინიცირებული ღია ლექციების კვირეულის ფარგლებში,ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის ექსპერტმა, მირზა დოლიძემ ჩაატარა ღია ლექცია თემაზე-„გლობალური ტენდენციები საზღვაო გადაზიდვებში-კონტეინერიზაციის განვითარება“.

ლექციის დასაწყისში, სპიკერმა ისაუბრა საზღვაო ლოჯისტიკის არსზე და განიხილა კონტეინერიზაციის განვითარება,როგორც მცირე და საშუალო ბიზნესში მომხდარი ეკონომიკური რევოლუციის განმაპირობებელი ფაქტორი.

სპიკერმა ისაუბრა კონტეინერზე, როგორც სატრანსპორტო, საწარმოო და სადისტრიბუციო ერთეულზე.

ასევე განიხილა მსოფლიოს წამყვანი პორტების კომერციული წარმატების განმაპირობებელი ძირითადი ინდიკატორები.

სპიკერმა ლექციის მეორე ნაწილში ისაუბრა საშუალო (Cკლასის) საზღვაო გემების ოპერირებაში გამოყენების ზრდის პერსპექტივებზე და საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა  საკონტეინერო პორტების ზრდისა და წინსვლის ტენდენციებს.

ლექციის ბოლო ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში.

ლექციას ონლაინ რეჟიმში დაესწრო 110  მსმენელი.


« უკან