info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

თურქეთის კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, სერდარ იილდიზის ღია ლექცია ნავიგაციისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

15 აპრილი 2020 წელი

დღეს, 15 აპრილს, ბათუმის სახელმწოფო საზღვაო აკადემიის ინციატივით დაწყებული ღია ლექციების კვირეულის  ფარგლებში, საზღვაო ნავიგაცისა და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მოწვეულმა  სპიკერმა, სერდარ იილდიზმა,თურქეთის კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა,/ Asst.Prof. Dr. Serdar Iyldiz / Karadeniz Technical University,  ჩაატარა ღია ლექცია თემაზე "The key role of Maritime Educatio/ and Training (MET) in sustainable trade"  

 სპიკერმა მიმოიხილა ინდუსტრიული რევოლუცია, როგორც, საზღვაო ინდუსტრიის სწრაფი ზრდისა და მაღალკომპეტენტური  საზღვაო განათლების  მქონე კადრების  მოთხოვნის  გამომწვევი ფაქტორი .

ასევე სპიკერმა  ისაუბრა საზღვაო  განათლებაში  საერთაშორისო  დონეზე არსებულ  განსხვავებებებზე, როგორც,  საზღვაო  ინდუსტრიის განვითარების ხელისშემშლელ გარემოებაზე.

ონლაინ ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო გლობალური საზღვაო პროფესიონალის (GMP) ინიციატივის განხილვას, რომელიც საზღვაო  უნივერსიტეტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) მიერ  შექმნილი  სახელმძღვანელოს- Body of Knowlege (BOK) -ის დახმარებით შესაბამისი  ცოდნის,  უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში დაეხმარება  სტუდენტებს  და  უპასუხებს გლობალური საზღვაო პროფესიონალის შექმნის მოთხოვნებს.


« უკან