info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ფოთში საზღვაო სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.

1 აპრილი 2020 წელი

ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც 9 თვის თავზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ამოქმედდება. აღნიშნული სასწავლებლის გახსნის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეკუთვნის.ფოთის სასწავლებელი ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი იქნება.

აკადემიის რექტორის ირაკლი შარაბიძის განცხადებით, სარეალიბიტაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება, რომ სასწავლებელმა 2021 წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება შეძლოს.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2021 წელს ფოთში თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი მაღალი დონის საზღვაო სასწავლებელი გაიხსნება, რომელიც მოამზადებს კადრებს საერთაშორისოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობების მიხედვითა და საქართველოსა და საერთაშორისო შრომის ბაზარს საზღვაო დარგში სათანადო კვალიფიციური კადრებით მოამარაგებს. თამარ იოსელიანის თქმით, ფოთის ფილიალის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მეთევზე მეზღვაურთა და მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობების შექმნა იქნება, რითიც მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი თევზჭერის განვითარებას საქართველოში.

საზღვაო სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის, როგორც ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრების, მომარაგებას კომპეტენტური კადრებით. სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.

 


« უკან